თეთრი მშრალი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
რქაწითელი 100%
ალკოჰოლი (ABV)
12.5 %
მჟავიანობა
4.5 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ
რქაწითელი ქვევრი შექმნილია ქართული მამა-პაპური წესით, ქვევრში დურდოს მონაწილეობით. ამ ღვინოში ჩვენ შევეცადეთ ზედმიწევნით გადმოგვეცა ღირსეული ჯიშის მაგიური თვისებები და კახეთის მიწის საკრალური ძალა. სწორედ ამ თვისებებმა აქცია ის ექსტრავაგანტული ღვინოების მოყვარულთა იდეალურ კომპანიონად. რქაწითელის ვენახების მოვლას, რთველის წარმართვასა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესს დიდი გულისყურით ვუდგებით. ეს გამორჩეული ღვინო ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის, ქვევრში დაყენების ტრადიციული ქართული მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების აკურატული სინთეზის შედეგია. ღია ოქროსფერი შეფერილობის ღვინო გამოირჩევა გამახალისებელი მჟავიონობით, უაღრესად დახვეწილი, რბილი ტანინებით, ზომიერად სავსე სხეულითა და ზომიერი, ხავერდოვანი დაბოლოებით. არომატების კომპლექსურ ბუკეტს განსაკუთრებით ამშვენებს თეთრი ბალი, ლეღვის ჩირი და ხმელი სუნელი.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
რქაწითელი 100%
ალკოჰოლი (ABV)
12.5 %
მჟავიანობა
4.5 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ