პრიმა

თეთრი Ტკბილი ღვინო

Gocha’s Collection

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

შარდონე, რქაწითელი

ალკოჰოლი (ABV)

13 %

მჟავიანობა

4.9გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ

პრიმა

ბურგუნდიული მეთოდით შექმნილი ფრანგული შარდონესა და ქართული რქაწითელის ეს ბრწყინვალე ასამბლაჟი მდიდრული და მრავალფეროვანი არომატების უნაკლო შერწყმას წარმოადგენს. ეს უაღრესად დახვეწილი, რარიტეტული სტილის სასმელი გულგრილს ვერ ტოვებს ყველაზე განსაკუთრებული და ეგზოტიკური ღვინის მოყვარულთაც კი. ეს ღირსეული, პრემიუმ კლასის ღვინო ჩვენი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმის, დიდი ენთუზიაზმისა და ორი განსაკუთრებული თეთრყურძნიანი ჯიშის შერწყმისადმი შემოქმედებითი მიდგომის შედეგია. შექმნის პროცესში ყველა დეტალი არის გათვლილი: მტევნების ხარისხზე ზრუნვა ვაზის მოვლისას, მტევნების შერჩევა რთველის დროს, დადუღება და დავარგება მუხის კასრებში, პროპორციების აკურატული შერჩევა ასამბლაჟში ბორდოს მეთოდით. ღია ოქროსფერ ღვინოში ჭარბადაა მწვანე ვაშლის, მსხლისა და ტროპიკული ხილის არომატები. მუხის გავლენით გადმოცემული კვამლის, ვანილისა და ნიგვზის ტონები გამორჩეულ ექსტრავაგანტულობას სძენს ღვინის საშუალოზე მაღალ მჟავიანობას, სავსე სხეულსა და ხანგრძლივ დაბოლოებას.

Მეტის ნახვა
ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

შარდონე, რქაწითელი

ალკოჰოლი (ABV)

13 %

მჟავიანობა

4.9გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ