ისტორია

ბრენდი ‘’ასკანელი’’ 1998 წელს შეიქმნა, თუმცა „ასკანელისა“ და ქართული ღვინის განსაკუთრებული ამბავი გაცილებით ადრე იწყება. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ჩვენი დამფუძნებლის, გოჩა ჩხაიძის წინაპარმა, ანთიმოზ ჩხაიძემ, პირველად დაწურა ღვინო გურიის სოფელ ასკანაში. მისი მარანი მალე პატარა საწარმოდ იქცა, ხოლო ვაზისა და ქვევრისადმი ერთგულებამ საფუძველი დაუდო ტრადიციას, რომელიც დღემდე ცოცხლობს. 8000 წლიანი ქართული მეღვინეობის ტრადიციის ერთგულებით, ანთიმოზ ჩხაიძე ღვინოს სწორედ თიხის ქვევრებში ამზადებდა - ისე, როგორც ამას საუკუნეების განმავლობაში ქართველი მეღვინეები აკეთებდნენ.დღესაც, ასკანაში განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით მის მიერ შექმნილ მარანს. რამდენიმე შემორჩენილ ქვევრს დღემდე ამშვენებს ამოტვიფრული წარწერა: "1880" - მტკიცებულება იმისა, რომ „ასკანელის“ ისტორია დროის მიღმა მყოფი ტრადიციაა. ლეგენდის თანახმად, სოფელ ასკანაში დგას უძველესი ციხესიმაგრე, რომელსაც დიდი ასაკისა და გამორჩეული გამძლეობის გამო “ასკანიანი ციხე” ეწოდა. ასკანელის სახელის საფუძვლებიც ქართველის მებრძოლი ხასიათის მითოსსა და ისტორიაში მოიპოვება. ანთიმოზ ჩხაიძე ის ადამიანია, ვის სახელსაც ასკანელის მეღვინეობის ტრადიციისთვის საფუძვლის ჩაყრა უკავშირდება. მან ააგო მარანი მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, სადაც ამზადებდა განსაკუთრებულად სუფთა და არომატულ ღვინოს სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან. ერთ-ერთი ჯიში, რომელიც ჩხაიძეების გვარმა შემოინახა, სახელგანთქმული ჩხავერია. ამბობენ, ჩხაიძეების გვარიც ამ სახელიდან მოდისო. ბრენდის მიღმა არსებული ადამიანებისთვის, ეს გადმოცემები სიამაყისა და უდიდესი პასუხისმგებლობის საფუძველია. დღეს კომპანია 60 სახეობაზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს, ასევე ასხამს ბრენდის, შუშხუნა ღვინოსა და ჭაჭას. აქვს ქარხნები სამ რეგიონში - კახეთში, გურიასა და თბილისში.

წარმოება

ვენახები და მეღვინეობა

კომპანიის ვენახების საერთო ფართობი 453 ჰექტარს შეადგენს. გურიაში 22 ჰექტარზე გაშენებულია ჩხავერის ჯიში. ვენახების ძირითადი ტერიტორიები ყვარელშია, ქინძმარაულის სპეციალურ ზონაში. აქ მოჰყავთ საფერავის ჯიში. დარჩენილი ჯიშებისთვის გამოყოფილია 22 ჰექტარი ვენახი ექსპერიმენტული მიზნებისთვის.

ტურიზმი

კომპანია "ასკანელი" რამდენიმე ტურისტულ ობიექტს მართავს. ორი რესტორანი თბილისსა და ბათუმში მდებაორეობს.