თეთრი მშრალი ღვინო
Gocha’s Collection
ყურძნის ჯიში
რქაწითელი 30%, კახური მწვანე 25%, ქისი 15%, კრახუნა 20%, მცვივანი 10%
ალკოჰოლი (ABV)
13.0 %
მჟავიანობა
4.9 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ
ჯიშური არომატებით მდიდარი მუზა ქვევრი შექმნილია ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დურდოზე დაყენებით. ეს პრემიუმ კლასის თეთრი მშრალი ღვინო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ხუთი კეთილშობილი ჯიშის ჰარმონიული შერწყმაა. მას უნებლიედ გადავყავართ ღვინის იდუმალ სამყაროში. ღვინის განსაკუთრებული თვისებები განპირობებულია ყურძნის ჯიშური მახასიათებლებითა და ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგიით. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ აკლებს ვენახების მოვლას, მტევნების შერჩევა-დახარისხებასა და მათ სათანადოდ ტრანსპორტირებას. მუზა ქვევრისთვის საგანგებოდ შექმნილი ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს მონაწილე ჯიშების მტევნების სპეციალურად განსაზღვრული პროპორციებით შერევას, დაწურვისთანავე ქვევრებში დაღვინებასა და ქვევრებშივე დავარგებას. ღია ოქროსფერ ღვინოს ამშვენებს თეთრი ატმის, ხმელი სუნელების, თეთრი ბლის მურაბისა და ლეღვის ჩირის გამოხატული ტონები. არომატების სიმფონიას შთამბეჭდავად აგვირგვინებს ხავერდოვანი მწიფე ტანინები, სავსე სხეული, ზომიერზე მაღალი მჟავიანობა და ხანგრძლივი დაბოლოება.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
რქაწითელი 30%, კახური მწვანე 25%, ქისი 15%, კრახუნა 20%, მცვივანი 10%
ალკოჰოლი (ABV)
13.0 %
მჟავიანობა
4.9 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ