თეთრი მშრალი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
ცოლიკაური 100%
ალკოჰოლი (ABV)
12.0 %
მჟავიანობა
6.1 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ
ღვინო იმერეთის რეგიონის ცნობილი თეთრყურძნიანი ცოლიკაურის ჯიშის ყურძნისგან არის დაყენებული. იმერული ესკიზების განუმეორებელი ქარიზმით გაჯერებული ჩვენი ცოლიკაური კლასიკური ქართული თეთრი მშრალი ღვინოების კატეგორიას განეკუთვნება. ღვინო პოპულარობით სარგებლობს მსუბუქი მაღალმჟავიანი ღვინის მოყვარულებში. ცოლიკაურის ვენახებს იმერეთში განსაკუთრებული რუდუნებით ვუვლით. საგანგებოდ ირჩევა მოსავლის მიღების დრო. დიდი ყურადღებით ხდება მტევნების გადარჩევა. ასეთი არომატული და დაბალანსებული ღვინის შექმნა ჩვენი გუნდის შერჩევითი მიდგომის, ჯიშური მახასიათებლებისა და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების სინთეზმა განაპირობა. ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინო გამოირჩევა უაღრესად დახვეწილი თეთრი ბლის, მსხლის, თეთრი ლეღვის და ხმელი სუნელების არომატებით, მაღალი მჟავიანობით, შესანიშნავი ბალანსით, მსუბუქი სხეულითა და ზომიერი ხავერდოვანი დაბოლოებით.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
ცოლიკაური 100%
ალკოჰოლი (ABV)
12.0 %
მჟავიანობა
6.1 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ