თეთრი მშრალი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
კახური მწვანე 85%, რქაწითელი 15%
ალკოჰოლი (ABV)
12.5 %
მჟავიანობა
5.5 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ
ასკანელი ძმების შექმნილი მანავი სულ სხვა კახეთია. ეს არის ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი მშრალი ღვინო მიღებული ორი ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშის ყურძნისგან - კახური მწვანისა და რქაწითელისგან. მასში კარგად იგრძნობა გაზაფხულის ყვავილოვანი არომოტებისა და ზაფხულის ხილის ტონების ჯადოსნური ჰარმონია. ეს განსაკუთრებული თვისებების მქონე ღვინო სამართლიანად იმსახურებს დიდ მოწონებას ღვინის პროფესიონალებსა და პრემიუმ კლასის ღვინის მოყვარულებს შორის. ამ უნიკალური ღვინის მისაღებად ვენახების მოვლა და მთელი ტექნოლოგიური პროცესის წარმართვა დიდი გულისყურით მიმდინარეობს: მტევნების რაოდენობა კონტროლდება მწვანე რთველით, ზუსტად განისაზღვრება რთველის დრო. მტევნები ფრთხილად გადაირჩევა დაწურვამდე. ღვინის დაყენების ინოვაციურ და კომპლექსურ პროცესს სკრუპულოზურად წარმართავს ჩვენი მთავარი მეღვინე. ღია ჩალისფერი, ჰაეროვანი, შედარებით მაღალმჟავიანი ღვინო დახუნძლულია ნუშის ყვავილების, მწვანე ვაშლის, თეთრი ბლის, პანტა მსხლისა და ლიმონის არომატებით. გამოირჩევა შესანიშნავი ბალანსით, ზომიერზე მაღალი მჟავიანობით, მსუბუქი სხეულითა და ზომიერი ხავერდოვანი გახანგრძლივებული დაბოლოებით.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
კახური მწვანე 85%, რქაწითელი 15%
ალკოჰოლი (ABV)
12.5 %
მჟავიანობა
5.5 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ