წითელი ნახევრადტკბილი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
საფერავი 100%
ალკოჰოლი (ABV)
12.0%
მჟავიანობა
6.1 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
35.0 გ/ლ
ადგილწარმოშობის დასახელების წითელი ნახევრადტკბილი ღვინო თითქმის საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ღვინო დადგენილი წესების შესაბამისად ამ მიკროზონის საფერავის ვენახებიდან საგანგებო ტექნოლოგიით მიიღება. ასკანელი ძმების ქინძმარაული გამორჩეულად ამღერებს ყვარლის მთებიდან გადმოსულ სიოს. საფერავის ვენახებს ქინძმარაულის მიკროზონაში საგანგებოდ ვუვლით. რთველის დრო ზუსტად განისაზღვრება. ყურძენს მხოლოდ დილით ადრე ვკრეფთ და ვენახებიდან საწარმომდე სპეციალური ყუთებით გადაგვაქვს. მთავარი მეღვინის დაკვირვების ქვეშ ზედმიწევნით კონტროლდება ტექნოლოგიური პროცესი. ადგილწარმოშობის დასახელების წესის შესაბამისად ღვინოში ბუნებრივ ზომიერ სიტკბოს ვინარჩუნებთ გაციების მეშვეობით ალკოჰოლური დუღილის შეწყვეტით. მუქ ლალისფერ ღვინოში კარგად გამოხატული შავი კენკრის, შავი პილპილისა და ტროპიკული ხილის ტონები ჰარმონიულად ერწყმის ზომიერ სიტკბოს, გამახალისებელ სიმჟავეს, ზომიერ ალკოჰოლს, რბილ ხავერდოვან ტანინებსა და სავსე სხეულს. დაგემოვნებისას სასმელს სასიამოვნოდ აგვირგვინებს გახანგრძლივებული დაბოლოება.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
საფერავი 100%
ალკოჰოლი (ABV)
12.0%
მჟავიანობა
6.1 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
35.0 გ/ლ