თეთრი მშრალი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
ქისი 100%
ალკოჰოლი (ABV)
12.5 %
მჟავიანობა
5.7 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ
ასკანელი ძმების ქისი კახეთის მადლიანი მიწის ლაიტმოტივია. კახეთის უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშისგან შექმნილი ეს თეთრი მშრალი ღვინო დიდი პოპულარობით სარგებლობს ეგზოტიკური ჯიშებისა და ორიგინალური წყნარი ღვინის მოყვარულთა შორის. ჩვენ თავიდანვე განსაკუთრებულად ვუვლით ქისის ჯიშის ვენახებს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანში. რთველისას დიდი ყურადღება ექცევა დაკრეფის დროსა და მტევნების გადარჩევას. მტევნების დასაცავად ყურძნის მიღება სპეციალური ყუთებით ხდება. მთელ კომპლექსურ ტექნოლოგიურ პროცესს ვაზის მოვლიდან ღვინის ჩამოსხმამდე აკურატულად წარმართავს ჩვენი მთავარი მეღვინე. შეფერილობით ღია ჩალისფერ ღვინოს ამშვენებს ვაშლის, მსხლისა და ციტრუსების კარგად გამოხატული არომატები. ხასიათდება მსუბუქი სხეულით, ზომიერი გამახალისებელი მჟავიანობითა და ხავერდოვანი დაბოლოებით.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
ქისი 100%
ალკოჰოლი (ABV)
12.5 %
მჟავიანობა
5.7 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ