კომპანიის თითოეული ღვინო იქმნება გაბედული, შემოქმედებითი შესრულებით. ვენახის მოვლიდან ბოთლში ჩამოსხმამდე მთელი ციკლი მუდმივად განახლებად ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. ამ პროცესში წლიდან წლამდე კომპანიის თითოეულ წარმომადგენელს თავისი განსაკუთრებული და ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს. სწორედ ასეთი, ერთიანი ძალისხმევით კომპანია მუდმივად ხვეწავს და აუმჯობესებს თავის ღვინოებს.
,,ასკანელი’’ ყოველთვის ორიენტირებულია მაღალ სავაჭრო მახასიათებლებსა და კორპორატიულ პასუხისმგებლობაზე. ამიტომაც, კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს პერსონალის პერიოდულ გადამზადებას, ვენახების დაგეგმარებას, ჯიშების სელექციას, წარმოების გადაიარაღებას და ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას. ჩვენ განსაკუთრებული გულისყურით ვუდგებით გარემოს დაცვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს.