წითელი მშრალი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
საფერავი 100%
ალკოჰოლი (ABV)
13.0 %
მჟავიანობა
6.0 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ
კახეთის რეგიონის საფერავის ყურძნისგან მიღებული პრემიალური კლასის ღვინის პოპულარობა განაპირობა მისმა ძლიერმა ხასიათმა და მგრძნობიარე ბუნებამ, ჰარმონიულად შერწყმულმა ხილის მდიდარმა არომატებმა და ნატიფმა ბალანსმა. ამ განსაკუთრებული ღვინის მისაღებად ვატარებთ მწვანე რთველს და საგანგებოდ ვარჩევთ საუკეთესო მტევნებს. მთელ ტექნოლოგიურ პროცესს ზედმიწევნით აკონტროლებს ჩვენი მთავარი მეღვინე. ღვინის შექმნა სრულდება რეზერვუარებსა და მუხის კასრებში დავარგებული ღვინოების კუპაჟირებით. მუქ ლალისფერ ღვინოს ამშვენებს შავი ქლიავის, მაყვლის, შავი პილპილისა და მუხის არომატები, კარგად გამოხატული მრგვალი ტანინები, ზომიერზე მაღალი მჟავიანობა, საგრძნობლად სავსე სხეული და გახანგრძლივებული ხავერდოვანი დაბოლოება.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
საფერავი 100%
ალკოჰოლი (ABV)
13.0 %
მჟავიანობა
6.0 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ