საფერავი რეზერვი

წითელი მშრალი ღვინო

Gocha’s Collection

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

საფერავი

ალკოჰოლი (ABV)

13.0%

მჟავიანობა

5.6 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ

საფერავი რეზერვი

საფერავი რეზერვი კახეთის ვენახებიდან ქართული შავყურძნიანი ჯიშისგან ევროპული მეთოდით შექმნილი ღვინის ნამდვილი იდილიაა. პრემიუმ კლასის ამ განსაკუთრებულ სასმელში მდიდრულად და ცოცხლადაა გადმოცემული საფერავის ჯიშის წარჩინებული ხასიათი და ამოუწურავი პოტენციალი. ძლიერი და ჰარმონიული საფერავი რეზერვის შექმნა ლეგენდარული ჯიშისადმი ჩვენმა მზრუნველმა დამოკიდებულებამ, რთველის სათანადოდ წარმართვამ და დაყენების კომპლექსური ტექნოლოგიისადმი გაბედულმა შემოქმედებითმა მიდგომამ განაპირობა. ნარჩევმა ყურძენმა და კახეთის ცხელმა მზემ სასმელს მიანიჭეს ძლიერი ხასიათი, ხოლო ჩვენმა შექმნილმა განსაკუთრებულმა ტექნოლოგიურმა პროცესმა - მდიდარი არომატების ჰარმონული სინთეზი და ნატიფი ბალანსი. მუქ ლალისფერ ღვინოს მაგიურ ხიბლს ანიჭებს შავი კენკრის, შავი ქლიავის, ალუბლისა და შავი პილპილის მდიდარი არომატების ელეგანტური ბალანსი მუხის ნატიფ ტონებთან. დახვეწილ სასმელს ამშვენებს გამახალისებელი სიმჟავე, სავსე სხეული, გაჯერებული მრგვალი ტანინები და ხანგრძლივი ხავერდოვანი დაბოლოება.

Მეტის ნახვა
ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

საფერავი

ალკოჰოლი (ABV)

13.0%

მჟავიანობა

5.6 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ