მუკუზანი პრემიუმი

წითელი მშრალი ღვინო

Author’s Collection

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

საფერავი

ალკოჰოლი (ABV)

13.5 %

მჟავიანობა

6.1 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ

მუკუზანი პრემიუმი

მუკუზანი პრემიუმი მუკუზანის მიკროზონის საფერავის ჯიშის ყურძნისგან შექმნილი მაღალი კლასის წითელი მშრალი ღვინოა. ნარჩევმა ყურძენმა და მუხის კასრში გახანგრძლივებულმა დავარგებამ კიდევ უფრო გააძლიერა კლასიკური მუკუზანის თვისებები, გააღრმავა არომატების მრავალფეროვნება და განსაკუთრებული სიკაშკაშე შემატა ამ დახვეწილ ღვინოს. ჩვენი გუნდი განსაკუთრებულად უვლის ვენახებს მუკუზანის მიკროზონაში, დახვეწილი ტექნოლოგიით აყენებს ღვინოს საგანგებოდ შერჩეული ყურძნის მტევნებისგან. მუხის კასრებში ღვინის დავარგება ხდება გახანგრძლივებულად მუკუზანის მიკროზონის კანონით დადგენილი წესების სრული დაცვით. მუქ ლალისფერ ღვინოში მაყვლის, შავი ქლიავისა და შავი პილპილის კარგად გამოხატულ არომატებს ჰარმონიულად ერწყმის მუხის ნატიფი ტონები. ღვინოს ამშვენებს გამახალისებელი მჟავიანობა, მდიდარი მრგვალი ტანინები, სავსე სხეული და გახანგრძლივებული დაბოლოება.

Მეტის ნახვა
ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

საფერავი

ალკოჰოლი (ABV)

13.5 %

მჟავიანობა

6.1 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ