რქაწითელი

თეთრი მშრალი ღვინო

Classical Collection

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

რქაწითელი 100%

ალკოჰოლი (ABV)

13.0 %

მჟავიანობა

5.5 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ

რქაწითელი

ღვინო დამზადებულია ევროპული მეთოდით იმავე სახელწოდების განთქმული კახური თეთრყურძნიანი ჯიშისგან. ღვინის მოყვარულებს ხიბლავს კლასიკურ სასმელში კარგად გამოკვეთილი ჯიშური თვისებები. რთველის დროს ვენახებიდან გულისყურით შერჩეული რქაწითელის ჯიშის ყურძნის გადატანა საწარმომდე მხოლოდ სპეციალური ყუთებით ხდება. ყურძნის სიცხისგან დასაცავათ კრეფა მიმდინარეობს სისხამ დილას. ღვინის მისაღებად საგანგებოდ შექმნილი კომპლექსური ტექნოლოგიური პროცესის ყოველი ნაწილი ჩვენი გუნდის ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს. ღია ჩალისფერი შეფერილობის ღვინო გაჯერებულია გამოხატული მწვანე ხილისა და ციტრუსის გამოკვეთილი არომატებით. გამახალისებელი მჟავიანობა, მსუბუქი სხეული და ზომიერი ალკოჰოლი კიდევ უფრო აძლიერებს კლასიკური ღვინის ხასიათს.

Მეტის ნახვა
ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

რქაწითელი 100%

ალკოჰოლი (ABV)

13.0 %

მჟავიანობა

5.5 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ