ტვიში

თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო

Author’s Collection

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

ცოლიკაური 100%

ალკოჰოლი (ABV)

12.5 %

მჟავიანობა

6.1 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

35.4 გ/ლ

ტვიში

კოლხეთის დედოფლად წოდებული ასკანელი ძმების ეს ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო ნაზი და ჰარმონიული გემოთი, ჯიშური არომატებითა და სასიამოვნო სიტკბოთი გამოირჩევა. ის დამსახურებულად არის მიჩნეული ჩინებულ ღვინოდ. ჩვენი კომპანიის მევენახეებს განსაკუთრებული ზრუნვით მოყავთ ცოლიკაურის თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშის ყურძენი ტვიშის მიკროზონის ვენახებში. მთავარი მეღვინის ხელმძღვანელობის ქვეშ მკაცრად და ზედმიწევნით კონტროლდება მთელი ტექნოლოგიური პროცესი. ღვინოში ზომიერი სიტკბოს შესანარჩუნებლად ალკოჰოლური დუღილის შეჩერება ტემპერატურის დაწევით ხდება. მუქი ჩალისფერი ღვინის მაღალი მჟავიანობა ჰარმონიულად ერწყმის კარგად გამოხატულ მწვანე ვაშლის, ატმისა და კივის არომატებს. ზომიერად ტკბილ ღვინოს ამშვენებს მსუბუქი სხეული და სასიამოვნოდ გახანგრძლივებული დაბოლოება.

Მეტის ნახვა
ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

ცოლიკაური 100%

ალკოჰოლი (ABV)

12.5 %

მჟავიანობა

6.1 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

35.4 გ/ლ