თეთრი მშრალი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
ჩხავერი 100%
ალკოჰოლი (ABV)
13.0 %
მჟავიანობა
5.9 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ
ღვინო იშვიათი, ვარდისფერყურძნიანი ჯიშის - ჩხავერისგან მიიღება. გურიის ეს აბორიგენი, მისტიური ჯიში ის „ოქროს საწმისია“, რომელიც ამ კუთხემ გადამალა და დღემდე შემოუნახა თაობებს. კომპანიამ, დამფუძნებლების მშობლიური კუთხის ჩხავერი, განსაკუთრებული სახით წარუდგინა საზოგადოებას. ჩვენი მევენახეები თავს ევლებიან ჩხავერის ვენახებს გურიაში და სათუთად არჩევენ ჯანმრთელ მტევნებს. რთველი გვიან ნოემბერში იმართება. ამ დახვეწილი ღვინის მისაღებად მთელი ტექნოლოგიური პროცესი გამორჩულად მიმდინარეობს. ღია ოქროსფერ ღვინოს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს კარგად გამოხატული მწიფე ხილის არომატები. დაბალანსებული სასიამოვნო მჟავიანობა და ზომიერი ალკოჰოლი ჰარმონიულად ერწყმის თეთრი და ტროპიკული ხილის არომატებს და ხავერდოვანი დაბოლოებით გვირგვინდება.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
ჩხავერი 100%
ალკოჰოლი (ABV)
13.0 %
მჟავიანობა
5.9 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
4.0 გ/ლ