წითელი ნახევრადტკბილი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
ალექსანდროული 60%, მუჯურეთული 40%
ალკოჰოლი (ABV)
12.0 %
მჟავიანობა
6.1 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
34.4 გ/ლ
წითელი ნახევრადტკბილი ღვინო ლეგენდარულად ცნობილი ხვანჭკარის მიკროზონაში ორი ადგილობრივი ჯიშის ყურძნიდან მკაცრად განსაზღვრული წესითა და სპეციალური ტექნოლოგიით მიიღება. ასკანელი ძმების ხვანჭკარა უდაოდ წამყვანი სასმელია იშვიათ და დახვეწილ ღვინოებს შორის. მან თავიდანვე მოხიბლა ზომიერად ტკბილი ღვინის მოყვარულები და დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას. ყურძნის მოვლასა და გადარჩევას გულმოდგინედ ვახდენთ ხვანჭკარის მიკროზონის ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ვენახებიდან. რთველს შუა ნოემბერში ვმართავთ. ვკრეფთ მხოლოდ ხელით და ყურძენი საწარმომდე მხოლოდ სპეციალური ყუთებით გადაგვაქვს. მთავარი მეღვინე გულისყურით წარმართავს მთელ ტექნოლოგიურ პროცესს. ბუნებრივი ზომიერი სიტკბოს შესანარჩუნებლად ალკოჰოლურ დუღილს ტემპერატურის დაწევით ვწყვეტთ. მუქ ლალისფერ ღვინოს ამშვენებს კარგად გამოხატული შავი ხილისა და ტკბილი სუნელების არომატები, ზომიერზე მაღალი მჟავიანობა, მწიფე ტანინები, საშუალო სხეული, ზომიერი ალკოჰოლი, სასიამოვნო გაწონასწორებული სიტკბო და გახანგრძლივებული დაბოლოება.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
ალექსანდროული 60%, მუჯურეთული 40%
ალკოჰოლი (ABV)
12.0 %
მჟავიანობა
6.1 გ/ლ
ნარჩენი შაქარი
34.4 გ/ლ