როზე მშრალი ღვინო
Author’s Collection
ყურძნის ჯიში
საფერავი
ალკოჰოლი (ABV)
13%
მჟავიანობა
5,7 g/l
ნარჩენი შაქარი
4,0 g/l
კახეთის რეგიონის საფერავისგან შექმნილი ასკანელის ვარდისფერი მშრალი საფერავი როზე კომპანიის ნამდვილ შედევრს წარმოადგენს. ეს ღვინო თავისი არომატებისა და ჰაეროვანი გემოვნური თვისებების უნიკალური შეხამებით მარადიული გაზაფხულის სიმბოლოდ იქცაროზე ღვინოების მოყვარულებისთვის.ჩვენი მევენახეები დიდი ყურადღებით არჩევენ საფერავის ჯიშის ყურძენს კახეთის რეგიონის ვენახებიდან. ყურძნის გადატანა საწარმოში მხოლოდ სპეციალური ყუთებით ხდება. ბრწყინვალე ბალანსის მქონე ღია ვარდისფერი შეფერილობის ღვინოში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის წითელი ხილისა და სანელებლების ტონები, ზომიერი მჟავიანობა და ოდნავ შესამჩნევი სიტკბო. ღვინის სხეულის სიმსუბუქე და ზომიერი დაბოლოება კიდევ უფრო ამძაფრებს საზაფხულო განწყობას. ღვინო ძალიან უხდება სეზონურ ხილსა და მსუბუქ მწვანე სალათებს. საუკეთესოდ ავლენსთვისებებს 6-9 0С ტემპერატურაზე მირთმევისას.
Მეტის ნახვაყურძნის ჯიში
საფერავი
ალკოჰოლი (ABV)
13%
მჟავიანობა
5,7 g/l
ნარჩენი შაქარი
4,0 g/l