საფერავი ქვევრი

წითელი მშრალი ღვინო

Author’s Collection

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

საფერავი 100%

ალკოჰოლი (ABV)

13.0 %

მჟავიანობა

5.9 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ

საფერავი ქვევრი

ეს ღვინო ქვევრის ღვინის მოყვარულების ნამდვილი ფავორიტია. ლეგენდარული საფერავის ჯიშისგან მამა-პაპური წესით დაყენებული ღვინო ქვევრის ენაზე გადმოსცემს ვაზის მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებულ ამბებსა და კახური მიწის მარადიულ იდუმალებას. საფერავის ვაზს განსაკუთრებული რუდუნებით ვუვლით. საგანგებოდ ხდება მოსავლის მიღების დროისა და მწიფე კლერტიანი მტევნების შერჩევა. გამოხატული არომატებით სავსე შესანიშნავად დაბალანსებული ღვინის შექმნა შესაძლებელი გახდა ჩვენი მთავარი მეღვინის მიერ ქვევრის ტექნოლოგიისა და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების სინთეზით. ინტენსიური მუქი ლალისფერი შეფერილობის ღვინოში ბრწყინვალედ იგრძნობა ყურძნის სქელი კანის გავლენა - ხილის მდიდარი არომატები და უხვი მწიფე ტანინები. შავი კენკრის, შავი პილპილისა და ალუბლის დახვეწილ არომატებს ტანინებთან ერთად ბრწყინვალედ აბალანსებს ზომიერი ალკოჰოლი, ზომიერზე მაღალი მჟავიანობა, სავსე სხეული და გახანგრძლივებული ხავერდოვანი დაბოლოება.

Მეტის ნახვა
ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲤᲣᲠᲪᲔᲚᲘ

ყურძნის ჯიში

საფერავი 100%

ალკოჰოლი (ABV)

13.0 %

მჟავიანობა

5.9 გ/ლ

ნარჩენი შაქარი

4.0 გ/ლ