ქართული ქვევრის ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორია მონტე-კარლოში საერთაშორისო ექსპერტების წინაშე წარსდგა.
გოჩა ჩხაიძის ინიციატივით, მონტე-კარლოს ღვინის სასახლეში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ქართული ქვევრის ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია ჩატარდა.
”ვფიქრობ, ქართული მეღვინეობის ისტორიაში საინტერესო პროცესი დაიწყო. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია “ასკანელი” არის ორგანიზატორი და ინიციატორი ქართული ქვევრის ღვინის დეგუსტაციის მონტე-კარლოში. ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. დღეს ჩვენ სიამაყით წარვადგინეთ ქართული ქვევრის ღვინო მეღვინეობის სექტორში დომინანტ საფრანგეთსა და მონაკოში, 7 ქართული კომპანიის 12 სხვადასხვა სახეობის ქვევრის ღვინო, რომელიც ბრმა დეგუსტაციით შეირჩა. დეგუსტაციაზე შეკრებილმა ღვინის საერთაშორისო ექსპერტებმა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა მეღვინეებმა ქართული ქვევრის ღვინოები დააგემოვნეს და შეაფასეს. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებს”- განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
ლოიკ პასკეს ორგანიზებით დაუმყნობელი ვაზის ჯიშების ასოციაცია დაფუძნდა. ღონისძიებას მონაკოს პრინცი პრინც ალბერტ II და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
Date of Birth: