რესტორან „მეიდანში“ ალკოჰოლური სასმელების დახურული გამოფენა - დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ქართველ სომელიეებთან ერთად, ცნობილი უცხოელი სომელიები ესწრებოდნენ. ღონისძებას საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი ზაზა გრიგალაშვილი უძღვებოდა, რომელმაც მოწვეულ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია ქართული ღვინის ისტორიის, ქართული მეღვინეობის კულტურის, ქვევრის ღვინის დაყენების პროცესის შესახებ გააცნო.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო, კომპანია “ასკანელი ძმების” პროდუქცია, ასევე საშუალო და დიდი ღვინის კომპანიების პროდუქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოური წარმოების ალკოჰოლური სასმელები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინო, ქართველი მზარეულის მიერ მომზადებულ ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად დაეგემოვნებინათ.
კომპანია “ასკანელი ძმების” პროდუქციამ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სომელიების მხრიდან დიდი ინტერესი, მაღალი შეფასება და მოწონება დაიმსახურა
Date of Birth: