მანჩესტერში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიების მიზანი ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია გახლდათ. დეგუსტაციას სომელიეები, მედიისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია და ქართული ღვინის ექსპორტისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრება.
დეგუსტაციაზე ჩვენი ბრენდის სახელით ჩალისფერი შეფერილობის „წინანდალი” წარვადგინეთ. ამ ღვინოსთვის დამახასიათებელია მწვანე ხილის, ციტრუსისა და ყვავილის კვირტების დელიკატური არომატები.
ასკანელის მრავალფეროვან პროდუქციას არაერთ ქალაქში შეხვდებით, მათ შორის, ლონდონშიც. კერძოდ - ქალაქის ცენტრში მდებარე ღვინის მაღაზიაში "Hedonism Wines", რომელიც ცნობილია არამხოლოდ ინგლისის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო/ National Wine Agency of Georgia
Date of Birth: