09ორმაგი ოქროს მედალი SOMMELIERS CHOICE AWARDS 2020 -ზე

2020 წლის 7 სექტემბერს, აშშ-ს ქალაქ სან-ფრანცისკოში გაიმართა სომელიეთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონკურსი SOMMELIERS CHOICE AWARDS 2020.კონკურსზე წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 600-ზე მეტი ღვინიდან ორმაგი ოქროს მედლის მოპოვება მხოლოდ 17-მა ღვინომ შეძლო. მათ შორის იყო კომპანია ,,ასკანელის” საფერავი პრემიუმი. ეს იყო ერთადერთი ქართული ღვინო, რომელმაც კონკურსზე ორმაგი ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

წინა: შემდეგი: