ჩვენ შესახებ
ომპანია „ასკანელი ძმები“ დაარსდა 1998 წელს, ძმები ჩხაიძეების მიერ. სახელწოდება „ასკანელი“ დაკავშირებულია პატარა, ჯადოსნურ სოფელ ასკანასთან, რომელიც მდებარეობს გურიის ულამაზეს რეგიონში. ერთ დროს, სოფელ ასკანაში მოღვაწეობდა ანთიმოზ ჩხაიძე და მისი ოჯახი, რომელიც შეყვარებული იყო ყურძენზე  და ყურძნისგან დამზადებულ ღვინოზე. ღვინოს ისინი ძირძველი წესით ამზადებდნენ თიხის ჭურჭელში - ქვევრში. საქმიანობაში ჩართული იყო ოჯახის ყველა წევრი, განსაკუთრებით აქტიურობდნენ შვილიშვილები, რომლებიც დოქებითა და დორებით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს. სოფელ ასკანაში, დღემდე შემონახულია ანთიმოზ ჩხაიძის მარანი და რამდენიმე ქვევრი, რომელიც დათარიღებულია 1880 წლით.   ეს საქართველოა და მისი ერთ-ერთი უმშვენიერესი ნაწილის ლამაზი ცხოვრების ამონარიდი, რომლის გაგრძელება  ჩხაიძეების ოჯახის შთამომავლებმა ითავეს. კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე და მისი ძმები წლების მანძილზე  ემსახურებიან საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის აღორძინებას, უნიკალური ჯიშების გადარჩენასა და შენარჩუნებას. ასკანელი ძმების კომპანიის საკუთრებაშია ასობით ჰექტარზე გაშენებული ვენახი. კომპანია ფლობს სამ საწარმოს: კახეთში, გურიასა და თბილისში. ღვინის 30 სახეობის პროდუქციის წარმოების გარდა კომპანია ქმნის ღვინისეული წარმოშობის ბრენდის, ჭაჭას და სხვა პროდუქციას. ასკანელი ძმების კომპანია ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შედის ამ სექტორის პირველ სამეულში როგორც წარმოების,  ასევე სავენახე მეურნეობის განაშენიანების კუთხით.

 
სრულად
სავაჭრო ნიშნები
სომელიე

ზაზა გრიგალაშვილი

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს იმიჯი და პოპულარობა დღითიდღე იზრდება მსოფლიო ბაზარზე. დღეისათვის, ქართულ ღვინოს მსოფლიოს მრავალ რეგიონში ვხვდებით და თითოეულ მათგანში, ის განსაკუთრებულ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, განსხვავებული სტანდარტები და მოთხოვნები არსებობს, შესაბამისად განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ღვინოც. ქართული ღვინის თავისებურებებზე ცნობილი ქართველი სპეციალისტი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და WSET სერთიფიცირებული სომელიე, ზაზა გრიგალაშვილი საუბრობს.

სრული სტატია

ნატალია სოროკინა

ძირითადად პოპულარობა განპირობებულია ძველი მეხსიერებით. სამწუხაროდ, იმპორტის მოცულობის დიდ ნაწილს წარმოადგენს იაფფასიანი ნახევრადტკბილი ღვინო. და წარმოდგენა ქართულ ღვინოზე სწორად ასეთის.

სრული სტატია

ანუკი გიორგობიანი

ღვინის სპეციალისტს, ანუკი გიორგობიანს ღვინის ბარში „მუზა და ღვინო“ შევხვდით. ანუკიმ კომპანია „ასკანელი ძმების“ პროდუქციის უნიკალურობაზე, თვითმყოფადობასა და იმ უპირატესობებზე ისაუბრა, რომელიც დეგუსტატორის აზრით, ჩვენს კომპანიას არსებობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ მოუტანა.

სრული სტატია
პარტნიორები
კონტაქტი
ასკანელი ძმები
ტელ: (+995 32) 240 77 77
ფოსტა: info@askaneli.ge
მის: 110ა კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო