ომპანია „ასკანელი ძმები“ დაარსდა 1998 წელს, ძმები ჩხაიძეების მიერ. სახელწოდება „ასკანელი“ დაკავშირებულია პატარა, ჯადოსნურ სოფელ ასკანასთან, რომელიც მდებარეობს გურიის ულამაზეს რეგიონში. ერთ დროს,  ასკანაში მოღვაწეობდა ანთიმოზ ჩხაიძე და მისი ოჯახი, რომელიც შეყვარებული იყო ვაზსა და მისგან მიღებულ ღვთაებრივ სასმელზე. ისინი ღვინოს უძველესი წესით, თიხის ტრადიციულ ჭურჭელში - ქვევრში აყენებდნენ. ამ საქმიანობაში ოჯახის ყველა წევრი იყო ჩართული, განსაკუთრებით კი - შვილიშვილები, რომლებიც დოქებითა და დორებით უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს. სოფელ ასკანაში, დღემდე შემონახულია ანთიმოზ ჩხაიძის მარანი და 1880 წლით დათარიღებული ქვევრები. ასეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხის მკვიდრი ლამაზი ოჯახის ისტორია, რომლის ტრადიციებიც ჩხაიძეთა შთამომავლებმა აღადგინეს.   

   კომპანიის დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე და მისი ძმები წლების მანძილზე  ემსახურებიან როგორც საქართველოს მეღვინეობა-მევენახეობის აღორძინებას, ასევე - უნიკალური ვაზის ჯიშების გადარჩენასა და შენარჩუნებას. „ასკანელი ძმები" ფლობს ასობით ჰექტარზე გაშენებულ ვენახებსა და სამ საწარმოს: კახეთში, გურიასა და თბილისში. კომპანია აწარმოებს 30 დასახელების ღვინოს, ბრენდის, ჭაჭასა და ბრუტს. „ასკანელი ძმები" ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც შედის ამ სექტორის პირველ სამეულში როგორც წარმოების,  ასევე სავენახე მეურნეობის განაშენიანების კუთხით.

 
კონტაქტი
ასკანელი ძმები
ტელ: (+995 32) 240 77 77
ფოსტა: info@askaneli.ge
მის: 110ა კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო