სოფლიო ბაზარზე, ქართული ღვინის სახელისა და პრესტიჟის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი კომპანიის - “ასკანელი ძმების” ისტორია სათავეს გურიის ერთ პატარა სოფელ ასკანაში იღებს.

სოფლის სახელწოდებაც ასკანელების საქმიანობას უკავშირდება – ბახუსის შთამომავლის ენეასის ვაჟს, ასკანიუსი ერქვა. ლეგენდა ლეგენდად დარჩებოდა, რომ არა ასკანელების წინაპარი, მეღვინე ანთიმოზ ასკანელი, რომლის მიერ აგებულ მარანშიც 1 880 წლით დათარიღებული ქვევრია შემონახული. 1 998 წელს ძმები ასკანელები წინაპრის დანატოვარ საქმიანობას დაუბრუნდნენ და დააარსეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია.

გარდა ღვინის წარმოებისა, კომპანია ძალღონეს არ იშურებს ქართული ვაზის კულტურის გადარჩენისა და შენარჩუნებისათვის. “ასკანელი ძმები” ფლობს ვენახებს კახეთსა და გურიაში. სწორედ ჩვენი კომპანიის სახელთანაა დაკავშირებული უნიკალური ყურძნის ჯიშის - ჩხავერის გადარჩენა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ახალი და ნოვატორული იდეები შევთავაზოთ მომხმარებელს. „ასკანელი ძმების“ მიზანი, თქვენთვის აქამდე კარგად ნაცნობი და საყვარელი პროდუქტების დახვეწა და თანამედროვე სტანდარტებისთვის მორგებაა. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2014 წელს ლოგოსა და ეტიკეტების სრული რებრენდინგი მოახდინა.
ასკანელი ძმების პროდუქციის უმაღლესი ხარისხის დასტური, საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებზე მიღებული პრიზები და ჯილდოებია. ყველა მათგანის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა, შეგვიძლია გამოვყოთ საერთაშორისო სადეგუსტაციო კონკურსი “Best Drink”, რომელზეც ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში კომპანია პირველ ადგილზე გავიდა.

„ასკანელი ძმების“ პროდუქცია 21 კომპანიის სხვადასხვა კატეგორიის 58 ალკოჰოლურ სასმელს შორის გამოარჩიეს. კომპანიამ წარმატებით გაიარა ერთთვიანი კომპლექსური და მასშტაბური შემოწმება, რის შედეგადაც 3 წლის ვადით ხარისხის ნიშნის მფლობელი გახდა;

”ასკანელი ძმები” „დეკანტერის“ პრესტიჟული კონკურსის 2012 და 2013 წლების სხვადასხვა ჯილდოს მფლობელიცაა. „ასკანელი ძმების“ ღვინოები რომ საუკეთესოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, ამის დასტური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს - Decanter Asia Wine Awards 2015-ის ფლობაა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელები 2015 წელს გახდნენ: წითელი ნახევრადტკბილი ღვინო - „ქინძმარაული“ (ბრინჯაოს მედალი), წითელი მშრალი ღვინო - „საფერავი“ (ვერცხლის მედალი), თეთრი მშრალ „წინანდალსა“ და წითელი მშრალ „საფერავ პრემიუმს“ კი, დეკანტერის სიგელები გადაეცათ.
კონტაქტი
ასკანელი ძმები
ტელ: (+995 32) 240 77 77
ფოსტა: info@askaneli.ge
მის: 110ა კახეთის გზატკეცილი, თბილისი, საქართველო